logo
ENG


კობახიძე: არ ეშვება კოლექტიური ბიუროკრატია ბრიუსელში ფიქრს, დააბრუნოს ოპოზიცია ხელისუფლებაში
  • 607ნახვები

დღეს, ძალიან რთულია, ბუნებრივია, ამ ურთიერთობებში გარდატეხის შეტანა, თქვენ ხედავთ, რომ არ ეშვება კოლექტიური ბიუროკრატია ბრიუსელში იმაზე ფიქრს, რომ რამენაირად დააბრუნონ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია რაიმე გარდატეხაზე ფიქრიც კი. თუმცა, ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ მომავალში მაინც შეიცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება გარდატეხის შეტანა ურთიერთობებში.

პრესსამსახურის ცნობით, თქვა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ჟურნალისტებთან. 



ასევე ნახეთ
close დახურვა