logo
ENG


გვარამია: გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის
  • 747ნახვები

ძვირფასო და საამაყო მაგარო კაცებო და ქალებო ოპოზიციიდან, გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის. ამან წააქცია რეჟიმი და აქცია გარეთ არაღიარებულად, ხელჩამოურთმევლად, არალეგიტიმურად, პოლიტიკურ კეთროვანად, ხოლო შინ საძულველად და გარიყულად, სოციალურ და პოლიტიკურ ხეიბრად.

ძვირფასო და საამაყო პოლიტპატიმრებო, რეჟიმის ტყვეებო: დიახ, თქვენი მორალური უპირატესობის წნეხმა გაჭყლიტა ქოცები და სრულიად დაუკარგა ორიენტირების და რაციონალური მოქმედების უნარი!

ძვირფასო და საამაყო ოპოზიციურო, პროდასავლურო პარტიებო, თქვენმა სრულმა იგნორირებამ პარტიების გაუქმების ჯალათური ბოდვის მიმართ, ასევე თავმმდაბალმა და რაციონალურად ერთადერთმა სწორმა დამოკიდებულებამ პროტესტის მიმართ, არ მისცა რეჟიმს შესაძლებლობა, უძრავ სამიზნედ გამოეყენებინეთ და თქვენი ფაქტორის პროპაგანდისტულ ექსპლუატაციის გზით გაენადგურებინა პროტესტი, რომლის "ლიდერი" დღემდე ვერ იპოვნა (იმიტომ, რომ არც ყავს) და ამის გამო მეპროტესტეების და პატრიოტული სიჯიუტის და გამბედაობის გამო დღემდე ვერაფერი დააკლო, არადა ყოველ დღე ახალ რეპრესიულ კანონს იღებს და ათობით სხვადასხვა თაობის ადამიანს უშვებს ციხეში!

მადლობა სამოქალაქო სეტქორს, აკადემიას და რა თქმა უნდა, კრიტიკულ მედიებს!

ცოტაც!

ოლიგარქია უნდა დაემხოს!

პ.ს. გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, ქოცებო:)

წერს პატიმრობაში მყოფი კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია პროკურატურის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც პროდასავლური ოპოზიციონერების წინააღმდეგ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.



ასევე ნახეთ
close დახურვა