ქართული მხარე სარკეში საკუთარ ანარეკლზე არ უნდა გაბრაზდეს. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს მხოლოდ ერთ რამეს ვუსურვებთ, თავიანთი ევროპული მისწრაფებები განახორციელონ, მათი ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკის მიუხედავად. საქართველო ევროპაა და არა „რუსული სამყარო".
ასე უპასუხა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი საბიჰამ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, "EU-ის საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს, რაღაცნაირად თან სდევდა უკრაინის უარყოფით დამოუკიდებულება, რომ საქართველოს არ მიეღო სტატუსი".