logo
ENG


კრამერი: ოცნებამ უნდა გადაიხადოს ფასი ქცევისთვის, იმსახურებს აშშ-ის მხრიდან მკაცრ ზომებს
  • 630ნახვები

ქართულმა ოცნებამ უნდა გადაიხადოს ფასი თავისი ქცევისთვის - ქართველი ხალხის, ოპოზიციური ლიდერების, სამოქალაქო საზოგადოების, პრესის მიმართ ზეწოლის, რუსეთისკენ გადახრილი კურსისთვის და ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებზე რიტორიკული თავდასხმებისთვის. ქართული ოცნების, ე.წ. მთავრობა, სრულიად იმსახურებს ამერიკის მხრიდან უფრო მკაცრ ზომებს.
პრეზიდენტი ტრამპი საგარეო პოლიტიკის საკითხებში გაცილებით უფრო აქტიურია, ვიდრე ბევრს ეგონა, როცა ის მიმდინარე წლის 20 იანვარს დაბრუნდა თანამდებობაზე. როგორც იცით, ახლახან ჩვენს ქვეყანაშიც გაიმართა არჩევნები. ამან შესაძლოა, პრეზიდენტ ტრამპს უბიძგოს, რომ უფრო მეტად კონცენტრირდეს შიდა საკითხებზე, ჩვენ არ ვიცით. ამჟამად თბილისში აშშ-ს არ ჰყავს ელჩი, როგორც იცით.

ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი ფორმულას გადაცემა გეოპოლიტიკაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა