ქართველი ხალხი განაგრძობს ჩემი და ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანის შთაგონების წყაროდ ყოფნას ქვეყნის გარეთაც. საერთოდ დაუჯერებელია, რამდენად გამძლე და გამბედავია ხალხი იმ ფონზე, როცა ხდება დაკავებები და ივანიშვილის პოლიცია ძალადობს. ქართველი ხალხი იმსახურებს უფრო მეტ მხარდაჭერასა და ყურადღებას დასავლეთის მხრიდან. ვიმედოვნებ, რომ დასავლელი ლიდერები მიხვდებიან, ქართველ ხალხს სურს იყოს ევროპის ნაწილი, სურს ჰქონდეს დემოკრატია საკუთარ ქვეყანაში, სურს დაასრულოს კორუფცია და მოიშოროს რუსეთის გავლენა და ოკუპაცია თავის ტერიტორიაზე. ასევე ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ მოხდება იმის აღიარება, რომ დასავლეთს შეუძლია რეალური გავლენა მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე — თუკი თავად მოისურვებს ამ გავლენის გამოყენებას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასე არ ხდება. დიდი ბრიტანეთი, რომელიც უკვე აღარ არის ევროკავშირის წევრი, არ უნდა დაელოდოს ევროკავშირის ნაბიჯებს — მას შეუძლია დამოუკიდებლად იმოქმედოს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველოს ორი ყველაზე დიდი ბანკი დიდი ბრიტანეთშია რეგისტრირებული, რაც რეალურად სერიოზულ გავლენას მოახდენდა.
ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი ფორმულას გადაცემა გეოპოლიტიკაში.