logo
ENG


ვოლსკი შეწყალებაზე: შესაწყალებელსაც გააჩნია, ყაველაშვილს კონსულტაციები ექნება
გია ვოლსკი
16 იან, 2026 15:10
ვოლსკი შეწყალებაზე: შესაწყალებელსაც გააჩნია, ყაველაშვილს კონსულტაციები ექნება
  • 181ნახვები

მე არ მგონია, რომ ვინმე ადამიანს უნდა ჰქონდეს რაიმე დათმობა, მით უმეტეს, თუ ის არც უარყოფს იმას რომ დანაშაული ჩაიდინა და არანაირი განცდა, არანაირი დარდი, წუხილი, იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარ ქვეყანას აზიანებს, არ გააჩნია. თუკი ადამიანს ასეთი განცდა არ გააჩნია, რასაკვირველია, შეწყალებაზე ლაპარაკი აქ ზედმეტია. თუკი ვიმსჯელებთ გარკვეული თემებით, ემოციებით, ვთქვათ, რაღაც სწავლებებით, რასაკვირველია, მოწყალება არის ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ შესაწყალებელსაც გააჩნია. ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ უნდა დაინგრეს და ცეცხლში გაეხვეს საქართველო და ამას არ უარყოფს და არანაირ წუხილს ამასთან დაკავშირებით არ განიცდის, რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია შეწყალებაზე ლაპარაკი. [...]

რასაკვირველია, ყაველაშვილი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება ყველა მიმართულებით. ასე მგონია, რომ ამ კონსულტაციების გარეშე არ უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ ნათლისღების დღესასწაულზე სინდისის პატიმრების შესაძლო შეწყალებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.



ასევე ნახეთ
close დახურვა