ძალიან სამწუხარო და ცუდი ამბავია, რაც ხდება ქართველ ხალხთან დაკავშირებით. ამ რეჟიმზე უნდა გაიზარდოს ზეწოლა. ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. ესტონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველ ხალხს და ასევე აწესებდა სხვადასხვა შეზღუდვებსა და აკრძალვებს ამ რეჟიმის სხვადასხვა ლიდერის მიმართ.
თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროსკოპის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ქართული ოცნების დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხებოდა.