ჩვენ ვართ ხალხი, ვინც თითქმის გამონაკლისის გარეშე ვთანხმდებით წარსულზე. უიშვიათესია შემთხვევები აწმყოში შეთანხმებაზე. ამიტომ ჩემთვის, როგორც მკვლევრისთვის საინტერესო ის სივრცეებია, სადაც საზოგადოება ცდილობს შეთანხმების წერტილები იპოვოს. ეს არ ნიშნავს, რომ თარიღების მიმართ რაიმე პრეტენზიები გვაქვს, პირიქით. მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რომ იმას, რასაც დღევანდელი თარიღი ასახავს, ამისი ფუნქციური შინაარსი გვერდზე რჩება ხოლმე და ჩვენი პირადი პასუხისმგებლობა, თუნდაც დღევანდელი დღის, როგორც მნიშვნელოვანი თარიღის მიმართ, გადაჰყვება ხოლმე ამ თარიღის აღნიშვნის ვალდებულებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვისწავლოთ შეთანხმება აწმყოში. ამ თვალსაზრისით, ჩემთვის პირველი ქართული უნივერსიტეტი შექმნის ისტორია, მისი შექმნისთვის ბრძოლა არის ის უნიკალური მომენტი, როდესაც მოვახერხეთ თანხმობა აწმყოში და ეს თანხმობა განსხეულდა პირველ რესპუბლიკაში. მიუხედავად განსხვავებული მდგომისა პირველი რესპუბლიკის ფასეულობების, ღირებულებების, პოლიტიკური გემოვნების მიმართ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ დამოუკიდებლობის ისეთი მაღალი ხარისხი, როგორიც ჩვენ პირველ რესპუბლიკაში გვქონდა, იმ არასრულ სამ წელიწადში, მართლა არ გვახსოვს ისტორიაში. ეს მთლიანად მოიტანა პირველი უნივერსიტეტისთვის მზადებამ. მისთვის პლატფორმა გახდა სწორედ საყოველთაო იდეა, რომელსაც ჰქვია განათლების იდეა.
თქვა ილიაუნის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ თავისუფლების მოედნის მერ გამართულ ფორუმზე.