ჩვენ, ხელოვანი ხალხი, ვხედავთ საქართველოს და თქვენც უნდა ხედავდეთ მხოლოდ კულტურასთან ერთად, მხოლოდ კულტურა უნდა იყოს ქვეყნის ავანგარდი, სხვანაირად შეუძლებელია. უმრავლესობა ალბათ იტყვით, რომ ეს ისედაც ასეა და, რა თქმა უნდა. არა, ეს ისედაც ასე არ არის და არც რა თქმა უნდა.
დღეს რაც ხდება, არის ძალიან მძიმე მდგომარეობა [..] სულ რამდენიმე დღის წინ ბათუმის სახელმწიფო თეატრმა მოხსნა სპექტაკლი მიზეზით და დაწერა თავის გვერდზე, რომ სპექტაკლი იხსნება იმის გამო, რომ რეჟისორი თავის სუბიექტურ პოლიტიკურ აზრს გამოხატავს და თეატრი არ არის ის ადგილი, სცენა, სადაც ეს შეიძლება მოხდეს. ეს არის უკვე დასასრულის დასაწყისი კი არა, დასასრულის დასასრულია, ამაზე მეტი რა უნდა ითქვას, ეს არის შემდგმომი რამდერნიმე წლიანი გაცხადებული გეგმა, რომ სცენა არ არის ამის ადგილი. [..]
შეუძლებელია, განსხვავებული აზრის გარეშე არსებობდეს თეატრი და კულტურა და კულტურის სხვადასხვა დარგები, მით უმეტეს, თერატრი და კინო. წარმოუდგენელია ეს და ეს შეუძლებელია, პარადოქსალურ მდგომარეობაში ვართ.
თქვა ნინო კასრაძემ "თავისუფლების მოედნის" მიერ გამართულ ფორუმზე.