ელენე ხოშტარიას ეს-ესაა 1.5 წელი მიუსაჯეს.
ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის.
ევროპარლამენტი სრულად სოლიდარულია ქართველი ხალხისა და პოლიტიკური პატიმრების მიმართ, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მარტის რეზოლუციით.
წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე საკანცელარიო მარკერით წარწერის - რუსული ოცნება გაკეთებისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.