logo
ENG


კობახიძე: იყო არაერთი კომუნიკაცია, რაც გვინარჩუნებს აშშ-სთან პარტნიორობის განახლების ოპტიმიზმს
  • 66ნახვები

იყო არაერთი კომუნიკაცია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ შესაძლებელი გახდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სა და საქართველოს შორის. ამ ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და ჩვენი მხრიდან გამოვხატავთ კიდევ მზაობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ სუფთა ფურცლიდან და გზამკვლევით. მანამდე არსებობდა სტრატეგიული პარტნიორობა, თუმცა ეს იყო ქაღალდზე - არ იყო არც რაიმე კონკრეტული შედეგები, ხელშესახები შედეგები არც ეკონომიკის, არც ვაჭრობის, არც პოლიტიკური კუთხით. პირიქით, როდესაც გვქონდა ჯერ კიდევ გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობა, წინა ადმინისტრაცია გვიწყობდა რევოლუციებს. ჩვენ გვინდა რეალური სტრატეგიული პარტნიორობა და ამიტომ ვამბობ, რომ სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ საუბარი და კონკრეტული გზამკვლევი უნდა გვქონდეს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული.

თქვა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პროპაგანდისტული, სამთავრობო TV იმედის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა