ქართული ოცნება სასამართლოს იყენებს როგორც იარაღს, ყველა იმ ადამიანის გასაჩუმებლად, ვინც მათი ძალაუფლებისთვის გამოწვევას წარმოადგენს.
ელენე ხოშტარიას, ოპოზიციური პარტია დროას ლიდერს პატიმრობის ერთი წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს "ქონების დაზიანებისთვის". იმისთვის, რომ მან გასულ სექტემბერს "რუსული ოცნება" მიაწერა თბილისის მერის კახა კალაძის წინასაარჩევნო ბანერს.
ელენე ხოშტარია და სხვა ოპოზიციური ლიდერები ახლა კიდევ უფრო მძიმე განაჩენების შესაძლებლობის წინაშე დგანან - 7-დან 15 წლამდე პატიმრობის - ვითომდა "სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის"
ვკითხულობთ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.