რაც შეეხება ამ საკითხს, უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება ოთხი შვილის დედას - პირველი, მას ჰქონდა არჩევანი, დანაშაული არ ჩაედინა, მან აირჩია დანაშაულის გზა. 4 შვილის დედას ჰქონდა ეს არჩევანი, მაგრამ აირჩია, რომ ეფიქრა არა 4 შვილზე, არამედ ეფიქრა თავის ეპატაჟზე და ჩაიდინა დანაშაული. შემდეგ, მას, 4 შვილის დედას ჰქონდა არჩევანი, გადაეხადა 5 000-ლარიანი გირაო და ყოფილიყო თავის 4 შვილთან, ან გაეგრძელებინა ეპატაჟი, რომ მოხვედრილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მან აირჩია არა ის, რომ ყოფილიყო თავის შვილებთან, არამედ აირჩია ის, რომ ყოფილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ასე რომ, ეს ყველაფერი არის მისი არჩევანი. აქ გადაბრალება სხვაზე, ეს არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა. მისი არჩევანი იყო თითოეული ნაბიჯი.
თქვა ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პროპაგანდისტული, სამთავრობო TV იმედის ეთერში.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 24 მარტს გამოიტანა.