logo
ENG


მდინარაძე: არ წარმოვიდგინოთ, რაღაც ხელმძღვანელი, კოორდინატორის ფუნქცია ნამდვილად მექნება
  • 58ნახვები

ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, 7 თუ თითქმის 8 თვის წინ იყო ეს ცვლილება გადაწყვეტილი. არ დაგიმალავთ, დღეს შეიძლება ამის თქმა. იყო რიგი გარემოებები, რის გამოც მე პოლიტიკური ხელმძღვანელობის და გუნდის თხოვნით, მოწოდებით, რეკომენდაციით დავიკავე ის თანამდებობა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, წინასწარვე ეს გათვლილიც იყო, ასე რომ ითქვას, თუმცა ეს არ იყო, წინასწარვე, მაინცდამაინც 8 ან 7 თვეში დატოვებ ამ თანამდებობას, არამედ, იყო მაშინ ასეთი საჭიროება და მაშინ არ გვქონდა 100%-იანი გადაწყვეტილი, როგორ განვითარდებოდა, ამ დინამიკით იქნებოდა თუ არა, თუმცა საბოლოო ჯამში, დავუბრუნდით, დავარევერსეთ ის წინა გეგმა და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მე კოორდინაციას გავუწევ ძალოვან სისტემას.

ბოლო 1 დღის განმავლობაში, როცა ეს ცვლილება დაანონსდა, ერთი მხრივ ძალით სკეპტიკოსები, ქართული ოცნების მომხრეები მილოცავდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ პენსიაზე გაუშვესო. პრინციპში, აქაც ძალიან გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ისე არ წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც ხელმძღვანელი, იმიტომ რომ არ შეიძლება სუს-ის უფროსს ჰყავდეს ხელმძღვანელი და მან დაავალოს მას რაღაცები ასე გააკეთე, ასე არ გააკეთო. თუმცა, ამ შემთვხევაში სამართალდამცავ ორგანოებს შორის კოორდინატორის ფუნქცია ნამდვილად მექნება და მე შევეცდები ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო ის პოზიტიური დინამიკა სამართალდამცავი უწყებების, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში

თქვა მამუკა მდინარაძემ სამთავრობო TV იმედის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა