მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თუ ამ ბოლო თვეების განმავლობაში რამეს მივაღწიეთ, მე დამხვდა სუს-ში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც კიდევ უფრო მეტად უკეთესი მენეჯმენტი და სწორი მიმართულების შემთხვევაში, ჩვენ გვყავს ადამიანები, სამართალდამცველები, ფარული თუ ღია თანამშრომლები, რომლებისთვისაც სწორი მიმართულების მიცემა გალევს უდიდეს შედეგს. ერთ საერთო მაგალითს და ციფრს მოგიყვანთ - თუ დაახლოებით 1 წლის წინ ინფორმაციის ნაკადი იყო რაღაც X ციფრი, დღეს ეს ციფრი, ანუ სუს-ში შემოსული ინფორმაციის ნაკადი გაზრდილია, მინიმუმ, 30-ჯერ. თუ რეალიზაციისთვის შედიოდა 100 პირობითად ინფორმაცია, ახლა შედის 3 000-ზე მეტი. მათ შორის [ეს ხდება გაზრდილი მოსმენების ხარჯზე]. რა ეგონათ [ოპონენტებს], რომ დავმალავდით? დიახ, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ, მოსამართლის განჩინების საფუველე და არა ისე, მათ რომ ჰგონიათ და უფროსწორად, არ ჰგონიათ და ვიღაცებს აბრალებენ რაღაცებს. თუ 2-ჯერ და 2.5-ჯერ გაიარდა განჩინებები და ესეც გაზრდილი მუშაობის შედეგია...
თქვა სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ სამთავრობო, პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში.