"ხევი ხმაურობს, მდინარე დიდია,
ჩქაფუნი გააქვს ქვებსაო", - ვაჟამ თქვა ფშაველამ.
ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე (სხვადასხვა მოტივებით, მაგრამ მსგავსი მეთოდებით), გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ მქონია.
ახლა ამინდიც გამოვიდოდეს და გაზაფხულის აპათია გადაივლიდეს (ფსიქიური კონდიციაა ასეთი, ყველას რომ გვემართება გაზაფხულის ღრუბელსა და ქარში) და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფს.
26 მაისს ვიქნებით ბევრნი, ვიქნებით სამშობლოსთვის და ერთმანეთისთვის.
ერთად, ბოლომდე, გამარჯვებამდე!
ps ველოდები ისტერიკას "გაზაფხულის აპათიას რას ელოდებით, უკვე ყველა კლდეზე უნდა იყოთ აცოცებული და ყველა ნაპრალში ჩაქვესკნელებული.
წერს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია.