ეჭვგარეშეა, რომ ამ ომის აუცილებლობამ უკრაინელებს ახალი ტაქტიკის, ახალი მეთოდების, ახალი აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების შემუშავებისკენ უბიძგა, რაც ქმნის ერთგვარ ჰიბრიდულ, ასიმეტრიულ ომს. ეს შთამბეჭდავია. ეს ეჭვგარეშეა. ვგულისხმობ, თუ შევხედავთ, რუსები თვეში ხუთჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავენ, ვიდრე უკრაინელები. უკრაინა უფრო პატარა ქვეყანაა და უფრო მცირე არმია ჰყავს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ევროპაში ყველაზე ძლიერი და ყველაზე მძლავრი არმიაა. ცხადია, ნაწილობრივ იმ დახმარების გამო, რაც მათ მიიღეს, მაგრამ ასევე იმ საბრძოლო გამოცდილების გამო, რაც შეიძინეს.
თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.