logo
ENG


ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
  • 105ნახვები

მე გამოვდიოდი აქციებზე და სხვათა შორის, ჩემს დაძახებულზე მოდიოდა ხალხი. მე ხალხს არასდროს დავპირებივარ, რომ აქციაზე გამოსვლის შემდეგ რაღაც სასწაული მოხდება. მოსვლა ამ თარიღებში [26 მაისი] არის აუცილებელი, რადგან ეს არის იმის დასტური, ჩვენება, რომ ერთად ვართ, ერთად ვიბრძვით იმ ერთი რამისთვის, რასაც ჰქვია დამოუკიდებლობა - 31 მარტი არის დამოუკიდებლობა, 26 მაისი არის დამოუკიდებლობა , 9 აპრილი არის დამოუკიდებლობა. ჩვენ ამ დღეში როდესაც ვართ, როდესაც რუსული ხელისუფლების, რუსული რეჟიმის ხელში ვართ, არ შეიძლება ამ თარიღებზე არ გამოვიდეთ.

თუ ვინმეს აქვს საშუალება იმდენი ხალხი გამოიყვანოს, როგორიც გამოდიოდა, უნდა გამოეყვანა და გამოიყვანოს. არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს. მე სიტყვით გამოვალ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. პირველ რიგში, მე ჩვეულებრივ გამოვალ რუსთაველზე, რადგან არ შეიძლება რუსთაველი დავთმოთ და არ ვიყო იქ, სადაც ყოველ წელს დავდიოდი და ხალხთან ფოტოებს ვიღებდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველზე ჩამოვიარო. ასევე საღამოს ვიქნები იქ, სადაც ყველა იქნება. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისი იყოს ჩვენი ყველას ერთად ნათქვამი სიტყვა, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ვიცავთ, და დავიცავთ მუდამ

თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის ლაივში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა