logo
ENG


კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
  • 101ნახვები

 ჩვენ საზოგადოებას გვინდა, ვაჩვენოთ, რა ხდება სინამდვილეში ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში, როგორია სინამდვილეში მათი ღირებულებები და დანიის მაგალითმა ეს ძალიან კარგად აჩვენა. კიდევ უფრო კარგად აჩვენა ეს ყველაფერი შემდგომმა რეაქციებმა. ყველამ ვნახეთ, როგორ გაურბოდნენ კითხვებს ევროკავშირის ელჩები. მათ არაფერი ჰქონდათ საპასუხო. ეს არის ყველაზე მეტად შემაშფოთებელი. [...]

ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად მშვიდობიანი შეკრების ბრუტალური დარბევა და ამაზე ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი და დანიის ხელისუფლება ვერ ბედავენ სათანადო რეაქციის გამოვლენასაც კი, რაც იქნებოდა ამ ყველაფრის დაგმობა და თავისი სახელის დარქმევა. [...]

ასეთ ევროკავშირს როცა გამადლის გერმანიის ელჩი, ეს რა თქმა უნდა, ვერავითარ გამართლებას ვერ დაექვემდებარება. ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი. ვერ დაგვამადლის ვერავინ ასეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს. ასეთ ევროკავშირს გერმანიის ელჩი, ეს კონკრეტული ადამიანი ჩვენ ვერ დაგვამადლის. ჩვენ გვინდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა.

 

თქვა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიხძემ სანქცირებული, პროპაგანდისტული და სამთავრობო TV იმედის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა