logo
ENG


მდინარაძე: ჯერ ადამიანს უნდა სცე პატივი, იმიტომ რომ ეს დამოუკიდებლობა გინდა ადამიანისთვის
  • 101ნახვები

2011 წლის 26 მაისის მაგალითზე, ყველა მოქალაქე გაათვითცნობიერებს ამ ცუდი ისტორიიდან გამომდინარე, რომ სისხლის კვალი არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ იზეიმო დამოუკიდებლობის დღე. ადამიანებზე გადავლით, ადამიანების დახოცვით არ უნდა უზრუნველყო მერე მოჩვენებითი ზეიმი. ჯერ ადამიანს უნდა სცე პატივი, იმიტომ რომ ის დამოუკიდებლობა გინდა ადამიანისთვის, ეს უნდა გაითავისოს ყველა ხელისუფალმა და შემდეგ უნდა გააკეთო ყველაფერი დანარჩენი, როდესაც ადამიანზე გექნება სწორება. რთული და მძიმე გასახსენებელია, დღეს მეტს აღარ დავტვირთავ საზოგადოებას ამაზე საუბრით და ეს არის მძიმე წარსული, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აღარასდროს უნდა განმეორდეს.

თქვა ქართული ოცნების ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა