logo
ENG


კირცხალია: ივანიშვილის სახელს უკავშირდება 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში
  • 52ნახვები

ეს არის ის რეალობა და ის მოწყობა და მმართველობის სტილი, სრულიად გამჭვირვალე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში 2012 წლიდან. ჩვენ საზოგადოებას და საზოგადოების უდიდეს ნაწილს და დარწმუნებული ვარ, ე.წ. ოპოზიციაშიც ნამდვილად არავის სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - როგორც ქველმოქმედების, ასევე პოლიტიკური კუთხით და იმ გარდამტეხი ცვლილებების ავტორობით, რაც ჩვენ ვნახეთ 2012 წელს.

პირველი - ვისზე საუბრობენ - ადამიანზე, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით, თავისი და თავისი ოჯახის სიცოცხლე, ყველაზე ღირებული დადო სასწორზე მაშინ და დააყენა რისკის ქვეშ, 2011 წელს, როდესაც მან განაცხადა, იმ სისხლიანი რეჟიმის დროს და გადაწყვიტა პოლიტიკაში შემოსვლა და ვნახეთ, როგორი გარდატეხა მოხდა 2012 წელს და არ უნდა დაგვავიწყდეს, როდის - როდესაც ამ რეჟიმს ყველა მხრიდან მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული, ე.წ. ბიუროკრატიისგან და ამ დროს გადაწყვიტა ამ ადამიანმა, თავის გუნდთან ერთად და ის იყო ფლაგმანი და ავანგარდში ამ ყველაფრის, ვინც მოახდინა პირდაპირი მნიშვნელობით, მოხდა როგორც მენტალური რევოლუცია, ასევე რევოლუცია საარჩევნო ყუთებთან.

ეს არის ადამიანი, რომლის სახელსაც უკავშირდება, პირდაპირი მნიშვნელობით და პირდაპირ, მის სახელს, ხელმძღვანელობას, ლიდერობას უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა ჩვენს ქვეყანში, კეთილდღეობა და ეკონომიკა, რომელსაც წლიდან წლამდე ჩვენ ვხედავთ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა