logo
ENG


კობახიძე: ჩავკეტეთ შანტაჟის ყველა გზა, დარჩა თეორიული ინსტრუმენტი - ვიზალიბერალიზაცია
  • 47ნახვები

მგონი, ზოგადი სურათი ყველასთვის ცხადია, ჩვენ ყველა მიმართულებით ღია ვართ დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზეც, რაც ბრიუსელში, კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით განიხილებოდა. ჩვენი პასუხები არის ძალიან ცხადი, მკაფიო. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, ევროპულ ბიუროკრატიაში მიდგომები შეიცვლება. ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის.

სამწუხაროა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი შანტაჟისთვის გამოიყენება. ჩვენ თავის დროზე რეალურად ჩავკეტეთ ყველანაირი გზა შანტაჟისტის. დარჩა ერთადერთი თეორიული ინსტრუმენტი, ეს არის ვიზალიბერალიზაცია და კონკრეტული ძალები ცდილობენ ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ შანტაჟისთვის ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის არასწორი მიდგომა, ჩვენ სამართლიანი მიდგომა გვინდა და ამ გზავნილით ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს

თქვა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. 

გუშინ, 11 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ქართულმა მხარემ ის პოზიტიურად შეაფასა, თუმცა ბრიუსელში წყარომ - "უნაყოფოდ". 



ასევე ნახეთ
close დახურვა