logo
ENG


ხოშტარია: მადლობა მხარდაჭერისთვის, უკვე დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა
  • 123ნახვები

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ჩემი მხარდაჭერისთვის და მოგაწოდოთ ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

უკვე დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა და კლინიკაში გადმოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს;

მიმდინარეობს ინტენსიური და მაღალკვალიფიციური კვლევები, რომელთა შედეგადაც საბოლოოდ განისაზღვრება მკურნალობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლობა როგორც პენიტენციურ სამსახურთან, ასევე „ვივამედთან“ არის კონსტრუქციული. ამ ეტაპზე მაქვს ყველანაირი ხელშეწყობა;

რა წამს ექიმები დამრთავენ ნებას, რა თქმა უნდა, დავბრუნდები ჩემს „მშობლიურ“ რუსთავის ციხეში. და გარეთ გამოვალ ყველა სხვა პოლიტპატიმართან ერთად.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მფარველ ექიმებს: მაკა იოსელიანს და ანი ქავთარაძეს. აგრეთვე, თოდუას კლინიკას თბილი და კვალიფიციური მიღებისთვის.

ვკითხულობთ დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას წერილში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა