logo
ENG


კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
კახა კალაძე
09 ივლ, 2026 13:20
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
  • 112ნახვები

სპეკულაციებზე პასუხის გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ. ბიძინა ივანიშვილი თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში. ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი არ იყო. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რა ძალასთან გვქონდა საქმე - ამ შიდა მტრების, უსამშობლო ადამიანებისა და აგენტურის უკან რა ძალა იდგა. ეს ერთი ადამიანი გამოვიდა, სრულიად საქართველო დაირაზმა მის ირგვლივ და 2012 წელს ქვეყანა გათავისუფლდა იმ სისხლიანი რეჟიმისგან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდნენ.

ბუნებრივია, ეს ფაქტი არ სიამოვნებთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფ ძალებს, რომლებიც ვერ ისვენებენ. მათ სურვილი აქვთ, როგორმე ხელისუფლება შეცვალონ და თავიანთი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები მოიყვანონ, რომ შემდეგ მარტივად მიიღონ გადაწყვეტილებები და ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად. მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს

ასე უპასუხა ქართული ოცნების თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხებოდა, რომლის თანახმადაც, იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა