logo
ENG


ხოშტარია: ელისაშვილისთვის მისჯილი წლების სიმრავლე მიუთითებს რეჟიმის შიშზე, სიმხდალეზე
  • 204ნახვები

ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ალეკო ელისაშვილს, მის ოჯახს და მის არაჩვეულებრივ ბიჭებს!

მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს განაჩენების სიმკაცრე, მისჯილი წლების სიმრავლე, პირველ რიგში, მიუთითებს რეჟიმის შიშზე, რეჟიმის სიმწვავეზე და რეჟიმის სიმხდალეზე. ამიტომ, ეს განაჩენები არ არის ჩვენი თავისუფლების აღკვეთა, ეს არის ქართული ოცნების დასასრულის მაჩვენებელი. ეს ალეკომაც იცის და ჩვენც, ვინც კიდევ ველოდებით ახალ განაჩენებს. თუმცა, ხალხის გატეხვა შეუძლებელია, ამ კედელს უკვე არაერთხელ შეეჯახა ბიძინა ივანიშვილი.

ბოლომდე!

წერს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წრილში. ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.



ასევე ნახეთ
close დახურვა