ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული რიგითი დეპუტატით დამთავრებული, ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ ბრიუსელში ჩავიდეთ, მიუხედავად ამ უსამართლო 4-5 წლისა, გადავფურცლოთ ეს ყველაფერი და დავიწყოთ ახალი ნიშნულიდან ურთიერთობა. ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული სამართლიანობის პრინციპებზე და რა თქმა უნდა, მსჯელობა უნდა იყოს ყოველთვის არგუმენტირებული.
ჩვენ ამ ყველაფრით ვცდილობთ, სახე შევანარჩუნებინოთ ბრიუსელს, ვინაიდან მათ ძალიან ღრმად აქვთ შეტოპილი და არ იციან უკან როგორ გამოვიდნენ. ამდენი წლის განმავლობაში იყო ამდენი სიცრუე, წნეხი, შანტაჟი, ახლა რომ დასხდნენ და დაიწყონ ჩვენთან საუბარი, ვიღაცები მოკითხავენ, რატომ ჰქონდათ მკვეთრად განსხვავებული მიდგომა საქართველოს მიმართ და დღეს რატომ დასხედით და საუბარი რატომ დაიწყეთო.
დრო არ ითმენს, შუა კორიდორის მნიშვნელობა არის გაასმაგებული, ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი და შესაბამისად, მათ ადრე თუ გვიან მოუწევთ, ჩვენთან დასხდნენ და საუბარი დაიწყონ. ან ესენი მოეგებიან გონს, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ სამართლიან საფუძვლებზე დამყარებულ მოლაპარაკებებს, ან უნდა დაველოდოთ, როდის მოხდება ცვლილებები ევროკავშირში,
Ipn.ge-ის თანახმად, ეს განცხადება ქართული ოცნების დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა გააკეთა.
ის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა: "საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს".