logo
ENG


ფონ კრამონი: ოდესღაც დემოკრატიით მოწინავე საქართველო პუტინის მარიონეტად იქცა
  • 55ნახვები

როდესაც საქართველოს ხელისუფლების შესახებ ახალ ამბებს ვეცნობი, მგონია, რომ უარესი აღარაფერი მოხდება, თუმცა მთავრობა საპირისპიროს ამტკიცებს. მედიის თავისუფლება აღარ არსებობს, აქტივისტები და ჟურნალისტები მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან, პოლიტიკური ოპოზიცია კი ციხეშია. საქართველო, რომელიც ოდესღაც დემოკრატიის კუთხით მოწინავე იყო, ახლა პუტინის მარიონეტად იქცა

წერს ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე.

ფორმულას ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო დააკავეს. მას 14 დღით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა