logo
ENG


WLC: ვახო სანაიას პატიმრობა კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია ოცნების ავტორიტარული რეჟიმისგან
World Liberty Congress
22 ივლ, 2026 22:50
WLC: ვახო სანაიას პატიმრობა კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია ოცნების ავტორიტარული რეჟიმისგან
  • 61ნახვები

ქართველ ჟურნალისტ ვახო სანაიას Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა - ეს კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია ქართული ოცნების ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან, რომლის მიზანიც სიტყვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობაა.

ზუსტად ასე მოქმედებს ავტორიტარული რეჟიმი: აპატიმრებს ჟურნალისტებს, აჩუმებს კრიტიკოსებს, კრიმინალიზებას უკეთებს თავისუფალ გამოხატვას და კანონს თავისუფლების წინააღმდეგ იარაღად იყენებს. მსოფლიო უნდა დაუდგეს გვერდით საქართველოს ჟურნალისტებსა და ყველას, ვინც დემოკრატიას იცავს.

ვკითხულობთ მსოფლიო თავისუფლების კონგრესის (World Liberty Congress) მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. კონგრესი პროდემოკრატიული ლიდერებისა და აქტივისტების უდიდესი გლობალური ალიანსია, რომელიც აერთიანებს მოძრაობებს ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ.



ასევე ნახეთ
close დახურვა