ქვეყანაში მთავარი თემა არის დემოკრატიის განადგურება და ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების აკრძალვა, ეს გახლავთ დემოკრატიული პროცესის საბოლოო განადგურება, წერტილის დასმა ყველა იმ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის რომელიც რეალურად იქნება ანტისაოკუპაციო ხაზის მატარებელი, რეალურად ოპოზიციური და რა თქმა უნდა, ეს კარგად ესმის ყველას. ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც ეხება არამხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არამედ ეხება ევროპულ უსაფრთხოებას. ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეებისგან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა ტიპის მხარდაჭერა, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და ჩვენ, ზოგადად, უნდა გვქონდეს ჩვენ ბუნებრივ მოკავშირეებთან ურთიერთობა მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი მათ ებრძვის.
თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა. "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სარჩელით ხუთი ოპოზიციური პარტიის: "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველო - ლელოს", "ფედერალისტები" და "გახარია საქართველოსთვის" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა, 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.