გასაჯაროვდეს ციხის კამერების ჩანაწერები და აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ამ კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახალხო დამცველიც ივანიშვილის კუდია და არა ხალხის უფლებების დამცველი, ეგეც ამათთან ერთად უნდა მოვიშოროთ.
ფაქტია, რომ ჭორვილიდან ამოზრდილმა ვირუსმა მთელი ქვეყანა მოწამლა, კრიმინალი მოაჯდა ქვეყანას და ივანიშვილებმა კი ქართული სახელმწიფო ქალამნად ამოიცვეს.
ახლა ბათუმში პარტიების აკრძალვის საქმეზე მივდივართ მე და ჩემი მეგობრები და წარმოიდგინეთ საქართველო პოლიტიკური პარტიების გარეშე. კრიმინალები ვისთან მივლენ ? თქვენთან „ქოცბიზნესმენებო“ და ივანიშვილის „დელეცებო“. აბა, ჩვენ ისედაც არაფერი გვაქვს. გამოფხიზლების დროა, თორემ ვატულია და ივანიშვილის კრიმინალები პირველ რიგში თქვენ მოგაკითხავთ. კრიმინალები ერთად უნდა მოვიშოროთ, არავის სჭირდება ასეთი ქვეყანა და პირველ რიგში, ჩვენ შვილებს ასეთი ქვეყანა არ უნდა დავუტოვოთ
წერს " ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა. დღეს ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატმა, პაატა გოგიაშვილმა, პატიმრის ნახვის შემდეგ დაადასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა, აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალიც.