logo
ENG


მეუფე იაკობი: ჩემს გინებაზე წლები ლაპარაკობენ, იქნებ გაჩვენებთ, როგორ არ უნდა მოიქცეთ
  • 1798ნახვები

"შეხედეთ წლიდან წლამდე რითი ვცხოვრობთ. წლიდან წლამდე გვაქვს არჩევნები. არჩევანზე იმდენს არ ვფიქრობ, რამდენადაც იმაზე, რომ მთელი წელი ერთმანეთს ვლანძღავთ. მეორე წელსაც ერთმანეთს გავლანძღავთ, მესამე წელსაც ერთმანეთს გავლანძღავთ, მეოთხე წელს და ა.შ და 30 წელის ერთ წრეზე დავდივართ. ვინც ლანძღავს ჩემთვის ყველა მიუღებელია. მე თუ შევიგინები და ჩემზე წლები ლაპარაკობენ, მეუფემ შეიგინა და ცუდი ქნა, ყოველ დღე იგინებიან. იქნებ მე ჩემი მაგალითით გაჩვენებთ, როგორ არ უნდა მოიქცეთ. შეიძლება მთელი წელი ერთმანეთს ვაგინებდეთ? პატარაა საქართველო და ყველა ყველას ნათესავია. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს"

​ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ანაგის ფერისცვალების სახელობის ტაძარში იქადაგა.


ასევე ნახეთ
close დახურვა