logo
ENG


ბოკუჩავა: სასამართლო რეფორმა არის ვალი, რომელიც ენმ-ს მოსახლეობისთვის აქვს ჩასაბარებელი
  • 428ნახვები

ამომრჩეველს შევთავაზებთ ხედვას მათ შორის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელსაც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უკვე ხელი მოვაწერეთ. სასამართლო რეფორმა მართლაც არის ვალი, რომელიც ჩასაბარებელი აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს მოსახლეობისადმი. ეს რეფორმა არ გაკეთდა იმ დოზით და იმ დონეზე, როგორც უნდა გაკეთებულიყო და ჩემი აზრით ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, როდესაც ახალი ძალა, შესაძლებელია ძალები და კოალიციური მმართველობა მოვა ხელისუფლებაში ამ არჩევნების შემდეგ.

ამის შესახებ გადაცემაში "კომენტარი" ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.


ასევე ნახეთ
close დახურვა