logo
ENG


ზალკალიანი პატრიოტებზე: აღიარება-არაღიარებას განსაზღვრავს ხელისუფლება, არა რომელიმე პარტია
  • 318ნახვები

ხელისუფლების პოზიცია, მემგონი, ძალიან მკაფიოა. აქ საგარეო პოლიტიკას და აღიარება-არაღიარებას განსაზღვრავს ხელისუფლება და არა რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტია. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი ერთ-ერთი განმსაზღვრელი პრიორიტეტული მიმართულება არის არაღიარების პოლიტიკა. ეს არის ჩადებული მთავარ სტრატეგიულ დოკუმენტში, რომელიც არის დამტკიცებული პარლამენტის მიერ, რომელიც არის დამტკიცებული საქართველოს მთავრობის მიერ და ეს არის უპრეცენდენტოდ მაღალი სამართლებრივი დატვირთვის მქონე დოკუმეტნი

ამ საკითხის გაუბრალოება არამც და არამც არ შეიძლება და არ დავეთანხმები ამას. ეს არის დიდი მონაპოვარი, რომელიც გვიჯდება ყოველწლიურად ძალიან დიდი მცდელობების და ჩვენი ენერგიის ფასად. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ყვება, რომ პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები მოლკაპარაკებისას აფხაზეთის აღიარების მზაობას გამოთქვამდნენ.


ასევე ნახეთ
close დახურვა