logo
ENG


ბერძენიშვილი სააკაშვილზე: ყველა ეცდება, საკუთარი დივიდენდი მიიღოს
  • 294ნახვები

ნაცმოძრაობის და ძალა ერთობაშიას თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ დღეს გააჟღერა ამ პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილება - მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატის სახით ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში. პოლიტიკური სპექტრის სამივე თანაზომადი შემადგენელი - ნაცმოძრაობის ორბიტა, სხვა ოპოზიციური პარტიები და ხელისუფლება - ყველა ეცდება, საკუთარი დივიდენდი მიიღოს. მიშას აქტიურობით კმაყოფილები 5-იანს შემოხაზავენ, უკმაყოფილო ოპოზიციური ამომრჩევლები - 1, 2, 3, 4, 6, 7 და ა.შ. ნომრებს - ოპოზიციური ზიარჭურჭელია საარჩევნო ყულაბა სხვადასხვა შესასვლელით. არც ერთი ხმა არ იკარგება 1%-იანი ბარიერით თითქმის პროპორციულ არჩევნებში. მაჟორიტარებში მეორე ტურში ოპოზიციური სოლიდარობა ძალაშია, ცხადია. მიშას კამპანიაში ჩართვის ფორმის და მასშტაბის მიუხედავად, ხელისუფლება მაინც გახუნებულ,  მიშამოდის ფსევდოპოლიტიკას გაატარებს. ალბათ, ყველა კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით - ვნახოთ, ვისი მოლოდინი გამართლდება.

ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პრემიერმინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელების თემის კომენტირებისას განაცხადა


ასევე ნახეთ
close დახურვა