logo
ENG


სააკაშვილი: ჩვენ მიერ შერჩეულმა მართულმა მოსამართლეებმა ჩვენივე პოლიტიკური დევნა დაიწყეს
  • 284ნახვები

სასამართლო რეფორმის ჩავარდნას მე, პირადად, ძალიან განვიცდი. გულწრფელად ვთქვათ, ჭკუის სასწავლებელი, მწარე გაკვეთილი მივიღეთ - ჩვენ მიერ შერჩეულმა მართულმა მოსამართლეებმა ჩვენივე პოლიტიკური დევნა დაიწყეს.

სასამართლო რეფორმა უნდა ჩატარდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსით, არა მხოლოდ მმართველი ძალის, უბრალოდ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ.

ამ პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის შეთანხმებები, რომლებსაც პოლიტიკურ პარტიებთან საჯარო და გამჭვირვალე განხილვების შედეგად მივაღწიეთ - მათ შორის, უცხოელი მოსამართლეები გამწესდება ზედა ინსტანციებში, მოსამართლეთა არჩევითობა, კომერციული დავებისთვის ცალკე სისტემის შექმნა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კომპეტენციის გაფართოება, იუსტიციის საბჭოს რეფორმა, საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა და სხვა.

ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იმ გეგმებზე საუბრობს, რომლებიც, მისი განცხადებით, სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მათგან ერთერთი სასამართლო რეფორმაა.


ასევე ნახეთ
close დახურვა