logo
ENG


ხიდაშელი სანიკიძეზე: ისიც ვერ მოახერხა, რომ რუსეთის კლუბში მყოფ თანაგუნდელზე დუმილი აერჩია
  • 1911ნახვები

არ ვიცი, არსებობს საქართველოში ვინმე ვისაც შეუძლია მწყობრად, არგუმენტირებულად მასზე რაიმე ცუდი თქვას? ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს. ამასობაში რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს სანიკიძემ საკუთარ ქვეყანას საქართველოს პარლამენტიდან, არა სპორტის ფედერაციიდან, არა კალათბურთის მოედნიდან, არამედ საქართველოს პარლამენტიდან, როდესაც მან ისიც ვერ მოახერხა, რომ რუსეთის არმიის კლუბში მყოფ თანაგუნდელზე [თორნიკე შენგელია] დუმილი აერჩია.

განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა", ქართული ოცნების სიაში კალათბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ვიქტორ სანიკიძის დასახელებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, ესპანური "ბასკონია" დატოვა და მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ​ტრანსფერთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილის მწვავე კრიტიკის ფონზე, ვიქტორ სანიკიძემ ასეთი განცხადება გააკეთა: "მოსალოდნელი იყო, რომ ქართველების გარკვეულ ნაწილს ამ ტრანსფერზე ასეთი რეაქცია ექნებოდა. რუსეთში მე და მარკოიშვილიც ვთამაშობდით, მაგრამ სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთისგან ყოველთვის ვმიჯნავდი. თორნიკე ნამდვილი პატრიოტია და მას საკუთარი ქვეყანა უყვარს".


ასევე ნახეთ
close დახურვა