თუ გგონიათ, რომ სანიკიძესა და კაჭარავას საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა გაუჭირდებათ, ძალიან მძიმედ ცდებით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში სამაგალითონი იყვნენ თავისი საქმიანობით. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ რაღაცა ეკონომიკური ან იურიდიული მიმართულება, არამედ გვაქვს სხვა მიმართულებები. ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ადრეული პრევენცია, მათ შორის დაავადებების. მნიშვნელოვანია გყვავდეს ჯანმრთელი ადამიანი, რადგან ბევრი დაავადებული ადამიანის დაფინანსება კი არ დაგვჭირდეს, არამედ ადრეულ ეტაპზე შევთავაზოთ ისეთი სერვისები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, რომ მათ რაც შეიძლება ნაკლები ფიზიკური პრობლემები შეექმნათ. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ან ერთმა, ან მეორე სპორტსმენმა ამაში სერიოზული წვლილი არ შეიტანოს. ტელევიზორში რომ ვუყურებდით ყველას ალბათ ტანში ჟრუანტელი გვივლიდა მათ წარმატებაზე და იმის გამო, რომ ქართული ოცნების სიაში ყოფნაზე დათანხმდნენ, ზოგმა ზონდერი უწოდა და ზოგმა წარმოუდგენელი რაღაცა იკადრა