logo
ENG


ილია II: დღევანდელი მოვლენების ახსნას გონებით არ უნდა ვეცადოთ
ილია II
13 სექ, 2020 14:19
ილია II: დღევანდელი მოვლენების ახსნას გონებით არ უნდა ვეცადოთ
  • 912ნახვები

 ადამიანის ცხოვრებაში ხდება მოვლენა, რომელიც ჩვენ არ გვესმის, – რა ხდება, რა მოვლენაა. აი, დღევანდელი მდგომარეობა ეს გაუგებარი მოვლენაა, ადამიანი ვერ ახსნის ამ მოვლენას. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ არ გვყოფნის წამალი, არ გვყოფნის სამკურნალო საშუალებები, სინამდვილეში, ეს სულ სხვა არის. ეს არის ზებუნებრივი მოვლენა, რომელიც ღმერთისაგან არის. ჩვენ გვინდა, ავხსნათ ეს მოვლენები, მაგრამ ვერ ვხსნით.

 ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი მოვლენა დედამიწაზე ვერ აიხსნება ადამიანის გონებით და არ უნდა ვეცადოთ, რომ ავხსნათ ეს გონებრივად, მაგრამ ადამიანმა უნდა იფიქროს, რასთან დაკავშირებით არის ეს.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უნდა აკეთოს სიკეთე, უნდა თესავდეს სიყვარულს. აი, ამიტომ ჩვენი ცხოვრების მიზანი უნდა იყოს ის, რომ სიყვარული, სიხარული გამოიჩინოთ სხვა ადამიანის მიმართ.

თქვა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე.


ასევე ნახეთ
close დახურვა