logo
ENG


ლევან ღამბაშიძე: მეორე ტალღა მოგვიახლოვდა, მთავრობა კი უვიც მდგომარეობაში ყოფნას აგრძელებს
  • 421ნახვები

მეორე ტალღა მოგვიახლოვდა და იმის მიხედვით რაც ვნახეთ, თუნდაც ლოქდაუნის და ახლა უკვე რაც ხდება, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობა უვიც მდგომარეობაში ყოფნას აგრძელებს. სკოლასთან მიმართებაში სპეციალისტების ჩართულობას ადგილი არ ჰქონდა. ვინმესთვის ხომ შეიძლებოდა ჭკუა ეკითხათ? რეალური პასუხები არ გვაქვს. შესაბამისად, მათი ქმედება ინერციაა, ხოლო არჩევნებამდე თვე ნახევარი დარჩა. ვფიქრობ, ეს რეიტინგი შეიცვლება და ოპოზიციურმა პარტიებმაც ყველას უნდა დაუმტკიცონ, რომ ამ მთავრობით ახალი ხელისუფლების ფორმირება, იმ კრიზისის ფონზე, რაც მომავალ გაზაფხულზე უნდა მოხდეს, არის საგანგაშო.

ამის შესახებ ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ გადაცემაში პლატფორმა განაცხადა. Edison Research-ის კვლევის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება: ქართული ოცნება - 38%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - 15%; ევროპული საქართველო - 6%; 23% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას.


ასევე ნახეთ
close დახურვა