როდესაც საუბრობთ, რომ უკონტროლო გავრცელება არის დამღუპველი ქვეყნისთვის და ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს შეზღუდვები, დღეს რა მდგომარეობა გვაქვს? შეგახსენებთ თქვენს ციტატას: "ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს". ანუ ისეთ დღეში ჩააყენეთ ეკონომიკა, რომ მართლა რეალური, ობიექტური საჭიროება რომ დადგეს რაიმე ტიპის შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების, თქვენ ამისთვის აღარანაირი საშუალება და რესურსი არ დატოვეთ. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანს რომ თითი დაუჩიქრდა, თქვენ მიადექით, მთელი ხელი მოჭერით და უმტკიცებთ, რომ ბედნიერი იყავი, ჩირქიანი თითი აღარ გაწუხებს, აღარ გტკივაო. რეალურად კი ხელი არ შეარჩინეთ და დატოვეთ ხეიბარი. ეს უქენით თქვენ ეკონომიკას უგუნური, გაუაზრებელი შეზღუდვებით.