logo
ENG


ვაშაძე პრემიერის დანიშვნაზე: ნუ დავიწყებთ იმ ნადირის გაყოფას, რომელიც ჯერ ტყეში დაბორიალობს
  • 370ნახვები

ნუ დავიწყებთ იმ ნადირის ტყავის გაყოფას, რომელიც ჯერ კიდევ ტყეში დაბორიალობს. მივიდეთ არჩევნების ბოლომდე, მივიღოთ სიამოვნება ოპოზიციის გარდაუვალი გამარჯვებისგან, შემდეგ ვნახოთ პროცედურულად, ორგანიზაციულად როგორ განიხილება ეს საკითხი. მე თუ მკითხავთ, თუ ჩვენ კოალიციური მთავრობა გვექნება, რაც მე, პირადად, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების აუცილებელ წინაპირობად მიმაჩნია, კოალიციაში უნდა შეთანხმდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. 

ასე უპასუხა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვას, IRI-ის კვლევაზე, რომ გამოკითხულთა 44%-ის აზრით, პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დანიშნოს, 36%-ის აზრით კი მრავალპარტიულმა კოალიციამ.


ასევე ნახეთ
close დახურვა