logo
ENG


გოცირიძე: მერაბიშვილი არ არის ენმ-ის წევრი, მელიას პასუხი კი მისი პირადი ასახსნელია
  • 696ნახვები

ვანო მერაბიშვილი არ არის ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი და მან თავად განაცხადა, რომ არ აპირებს ახალციხეში მაჟორიტარობისთვის ბრძოლას, ისევე როგორც, თავად თქვა, რომ არ იქნება ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიაში და ამით ეს საკითხი დაიხურა. ალბათ, კორესპონდენტის შეკითხვაზე, იქნება თუ არა, ნიკა მელიას პასუხი იყო ამ ფორმით და ეს უკვე მისი პირადი ასახსნელია. 

ენმ-ის ლიდერი რომან გოცირიძე გადაცემა "კომენტარში" პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ, 17 სექტემბერს "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ საკუთარ თავს იმ გუნდში ვერ ხედავს, სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება.


ასევე ნახეთ
close დახურვა