logo
ENG


ვაშაძე ენმ-ზე: საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელ ფუნქციას ასრულებენ
  • 661ნახვები

ძალიან ვწუხვარ, რომ მიშას მთლიანად აერია თავგზა. პირდაპირ ვამბობ, ნაციონალური მოძრაობის მცდელობა, რომ მეტი მანდატი მოიპოვოს პარლამენტში იმით, რომ სხვა ოპოზიციური ძალები დაასუსტოს, არის უსუსტესი მცდელობა და ეს არ გაუვათ. საქართველო არჩევანს აკეთებს წარსულსა და მომავალს შორის. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობის აბსოლუტური უმრავლესობა, არიან ადამიანები, რომლებიც წარსულს ებღაუჭებიან და წარსული დიდებით სურთ მეტი მანდატი აიღონ და შეინარჩუნონ მთავარი ოპოზიციური ძალის ფუნქცია საქართველოში. ჩვენი ამოცანაა დავამარცხოთ დამსხვრეული ოცნებების ივანიშვილის პარტია, შევქმნათ კოალიციური მთავრობა და დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი. ამაშია განსხვავება ჩვენ გუნდსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. ვწუხვარ, რომ ესენი ასრულებენ საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელ ფუნქციას

ასე ეხმაურება სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე პალიტრანიუსის ეთერში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ ის პარტიულ კოალიციას არ ხედავს.


ასევე ნახეთ
close დახურვა