logo
ENG


დოლიძე: კვლევით ერთადერთი ქალი ოპოზიციონერი ვარ, რომელსაც ეროვნული კეთილგანწყობა აქვს
ანა დოლიძე
22 სექ, 2020 19:35
დოლიძე: კვლევით ერთადერთი ქალი ოპოზიციონერი ვარ, რომელსაც ეროვნული კეთილგანწყობა აქვს
  • 1258ნახვები

ამომრჩეველს, მედიის მეშვეობით, ყველაზე კარგად აქვთ შესაძლებლობა, განსაჯოს ვინ რას წარმოადგენს. არ სჭირდება ამას ჩემი წახმარება. კვლევები აჩვენებს, რომ მე მაქვს უდიდესი მხარდაჭერა ოპოზიციურ ლიდერებს შორის. Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მე ვარ ერთადერთი ქალი ოპოზიციის ლიდერებს შორის, რომელსაც აქვს ეროვნული კეთილგანწყობა

ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა. Edison Research-ის 16 ივლისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებში ანა დოლიძეს გამოკითხულთა 39% პოზიტიურად აფასებდა, ხოლო 61% უარყოფითად.


ასევე ნახეთ
close დახურვა