logo
ENG


გოცირიძე სებ-ის ინტერვენციებზე: ამას ჰქვია თხა გავყიდე, თხა ვიყიდე
  • 392ნახვები

რაც შეეხება ინტერვენციებს, ეროვნული ბანკი აგვიანებს, უშვებს შეცდომებს, ახორციელებს ყოველთვის ოთხშაბათს. მაგალითად დღეს აკეთებს 40 მილიონის ინტერვენციას, წინა ოთხშაბათს გააკეთა ინტერვენციები 40 მილიონი დოლარის ოდენობით და ნაცვლად ლარის გამყარებისა, ვალუტა გაუფასურდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ან შეგნებულად ან უცოდინრობით ამთხვევს რეფინანსირების სესხების აუქციონსა და ვალუტის აუქციონს. გასაგებად რომ ვთქვათ, დღეს ეროვნული ბანკი გამოიტანს 2 მილიარდ ლარს, სესხად აიღებენ კომერციული ბანკები და ეროვნული ბანკიდან მიღებული ფულით  იყიდიან ეროვნული ბანკისვე გამოტანილ დოლარს. ამას ჰქვია თხა გავყიდე თხა ვიყიდე.

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა. 1-ლი სექტემბრიდან დღემდე, ლარი დოლართან მიმართებით 18 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 16 თეთრით.


ასევე ნახეთ
close დახურვა