logo
ENG


გრიგოლ ვაშაძე: საქართველოს ნამდვილად სჭირდება კოალიციური მთავრობა
  • 441ნახვები

მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ საქართველოში 2020 წლის არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ უმრავლესობა უნდა აიღოს, რათა შემდეგ ფართო საზოგადოებრივი ინტერესით წარმოდგენილი მთავრობა იყოს და ჩემი განცხადება, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ყველზე მძლავრი ოპოზიციური პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, იბრძვის არჩევნებში პირველი ადგილის დასაკავებლად. ჩემი მოკრძალებული აზრი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ნამდვილად სჭირდება კოალიციური მთავრობა, მაგრამ ყველა კოალიციაში არის წამყვანი ძალა და არიან მოკავშირეები, რომლებიც ამ წამყვან ძალას უკავშირდებიან.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე გადაცემა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების მოპოვებას შეძლებს, საქართველოს კი ფართო საზოგადოებრივი ინტერესებით წარმოდგენილი მთავრობა ეყოლება. გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში კოალიციური მთავრობის არსებობაზეც ისაუბრა.


ასევე ნახეთ
close დახურვა