logo
ENG


სეფიაშვილი: თურქეთის მიერ აჭარის ანექსია მიმდინარეობს, პოლიტიკაში პროტესტის გამო მოვედი
  • 3437ნახვები

ცნობილია, რომ ქვეყანაში არის უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვება. ცნობილია, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი ძალიან მატულობს, ისიც ცნობილია, რომ ბავშვები რაიონებში სკოლებში ვერ დადიან, იმიტომ, რომ ტანსაცმელი არ აქვთ, სტუდენტები ვერ სწავლობენ. ცნობილია, რომ თურქეთის ხელისუფლების მიერ აჭარის მშვიდობიანი ანექსია მიმდინარეობს, ცნობილია ისიც, რომ ტერიტორიებს ვკარგავთ და ასევე ჩვენთვის ცნობილია, ბიუჯეტის ზრდა -14%-ია და ხელისუფლება იძახის, რომ ეს პანდემიის ბრალია. დღევანდელი მდგომარეობა იწვევეს ჩემში პროტესტს და ეს იყო ჩემი მთავარი მიზეზი, რომ მეც ჩემი წვლილი შემეტანა პოლიტიკაში. მივდივარ პოლიტიკაში, რადგან ეს ჩემში პროტესტს იწვევს.

ამის შესახებ პარტიოტთა ალიანსის სიაში მყოფმა ცისანა სეფიაშვილმა რადიო ჯორჯიან თაიმსთან განაცხადა. პატრიოტთა ალიანსი ღიად თურქოფობიურ კამპანიას აწარმოებს, რის გამოც ის ცესკომ 2 000 ლარით უკვე დააჯარიმა. გარდა ამისა, პარტიამ აჭარაში გამოფინა ბანერი, რომელზეც აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად არის გამოსახული. გამოცემა დოსიეს გამოძიებით, პარტიას წინასაარჩევნოდ კრემლი ეხმარება და აფინანსებს.


ასევე ნახეთ
close დახურვა