ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩემ დროს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, თქვენ დროს შემცირდა. ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩვენ დროს იყო სწრაფი პროგრესი, მათ შორის საქართველოს პოზიციის დამკვიდრებისთვის მთელ მსოფლიოში და თქვენ დროს საქართველო, პრაქტიკულად, გაქრა რუკიდან. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ჩვენ დროს მოხდა აღორძინება და მკვეთრი გაძლიერება რწმენის, ქართული ტრადიციული ფასეულობების, ჩვენ დროს აღდგა ბაგრატი, ასობით სხვა ძეგლი და თქვენ გაანადგურეთ გელათი. მართლა გული მიკვდება, ამას რომ ვუყურებ. ქართველმა ხალხმა იცის განსხვავება და რაც მეტად შეახსენებთ, მით უკეთესი.