logo
ENG


ხოშტარია: მნიშვნელოვანია მოვუფრთხილდეთ ერთიანობას, არ მოვიტყუოთ და ვაჩვენოთ განსხვავებები
  • 370ნახვები

ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება. ჩემთვის დიდი პატივია ჩავერთო კონკურენციაში არა იმისთვის, რომ მოვიპოვოთ სკამი, არამედ იმისთვის, რომ უკეთ ვემსახუროთ ხალხს. ხალხს უნდა აღვუდგინოთ ქვეყნის მომავლის იმედი, რაც დღეს ძალიან აკლიათ. 

მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელიც მხარს მიჭერს. ოპოზიციური პარტიების ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამის გარეშე შეუძლებელია ჩვენი გამარჯვება. პარტიული მრავალფეროვნების ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, პირიქით, მრავალფეროვნება უნდა შევთავაზოთ ადამიანებს. მათ უნდა იცოდენ, რომ ყველა ჩვენი საზოგადოების ჯგუფი, პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვუფრთხილდეთ ამ ერთიანობას, არ მოვიტყუოთ და ვაჩვენოთ ჩვენი განსხვავებები. ეს არის ის ამოცანა, რომელსაც ევროპული საქართველო სწორად და ხალხის ინტერესებით გაუძღვება.

ეს განცხადება ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველოს საპარლამენტო გუნდის წარდგენის შემდეგ გააკეთა.


ასევე ნახეთ
close დახურვა