logo
ENG


ოქრიაშვილი: სუ მეკიდა ყოველთვის ყველა პარტია
  • 659ნახვები

მე მინდა, გითხრათ, რომ მე ყოველთვის დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვიყავი და დამოუკიდებელი პიროვნება ვიყავი. დამოუკიდებლად მოვედი პოლიტიკაში პარტიების დახმარების გარეშე, საინიციატივო ჯგუფის მეშვეობით. 2008 წლამდე არც ერთ ფრაქციაშიც არ ვყოფილვარ, ალბათ, ერთადერთი დეპუტატი ვიყავი, რომელიც უფრაქციოდ დავრჩი. ჩემი მაღალი რეიტინგის გამო შემომთავაზეს ნაციონალური მოძრაობიდან კენჭისყრა 2008 წელს, მაშინ 95%-მდე ავიღე დმანისის მუნიციპალიტეტში. ყოველთვის პარტიები მოდიოდნენ ჩემთან და მე პარტიებთან არ მივდიოდი რაღაც თხოვნებით, იმის გამო, რომ ყოველთვის მაღალი რეიტინგი მქონდა და გარანტირებულად ვიმარჯვებდი. ახლა ხშირად იძახიან, რომ კახა ოქრიაშვილი ერთი პარტიიდან მეორეში გადავიდა და ახლა მეორედან. პარტიული არასდროს ვყოფილვარ და ბოდიში სლენგისთვის, სუ მეკიდა ყოველთვის ყველა პარტია. ახლა უკვე ვეღარ ვიტყვი ამას, იმიტომ, რომ ორი თვეა პარტიული გავხდი, მე და ცეზარ ჩოჩელმა ჩვენი პარტია დავაფუძნეთ 

ამის შესახებ ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა.


ასევე ნახეთ
close დახურვა